რადიკალების ქსენოფობიური კამპანია
რადიკალების ქსენოფობიური კამპანია - ოპოზიციის, არასამთავრობოებისა და მედიასაშუალებების ნაწილი ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რუსეთიდან საქართველოში უპრეცედენტო რაოდენობის ადამიანები უკონტროლოდ შემოვიდნენ. კამპანიაში ნინო ლომჯარიაც აქტიურად არის ჩართული. მისი განცხადება მმართველ გუნდში უკვე შეფასდა, როგორც თანამდებობისთვის შეუფერებელი და კატეგორიულად მიუღებელი. "ქართული ოცნებისთვის" ადამიანების კონკრეტული ნიშნის მიხედვით დაყოფა მიუღებელია, მით უმეტეს მაშინ, თუ სტუმარს ოკუპაციის კანონი დაარღვეული არ აქვს.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
