პუტინის არქიტექტორს ქონება დაუყადაღეს
იტალიის საგადასახადო პოლიციამ ლანფრანკო ჩირილოს, რომელიც პუტინის ძვირადღირებული რეზიდენციის არქიტექტორია, 141 მილიონი ევროს ოდენობის ქონება დაუყადაღა. საუბარია ვერტმფრენზე, ძვირად ღირებულ უძრავ ქონებაზე, ნაღდ ფულზე, ძვირფასეულობასა და ხელოვნების ნიმუშებზე. ცნობილ იტალიელ არქიტექტორს ბრალი გადასახადებისთვის თავის არიდებაში ედება.
