ქსენოფობია და შოვინიზმი - რადიკალების კამპანია
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რამდენი რუსი ტურისტი შემოვიდა საქართველოში. შეკითხვას, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია, პასუხი მმართველი პარტიის თავმჯდომარემ გასცა. ირაკლი კობახიძემ 31 ივლისის ჩათვლით რუსი ტურისტების შემოსვლის სტატისტიკა წარმოადგინა და განაცხადა, რომ მონაცემები მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2019 წლის კოვიდპანდემიამდე პერიოდს.
