ჩინეთის სამხედრო წვრთნა
ტაივანის ირგვლივ საზღვაო აკვატორიასა და საჰაერო სივრცეში ჩინეთი სამხედრო წვრთნას განაგრძობს, რომელიც 7 აგვისტოს უნდა დაასრულოს. კუნძულის მცხოვრებთა ნაწილს ჩინეთის სამხედრო მანევრები სახიფათოდ მიაჩნია, მით უფრო, რომ პეკინმა ბალისტიკური რაკეტებიც გამოსცადა, რომლებმაც კუნძულს თავზე გადაუფრინა და საზღვაო წყლებში ჩავარდა. ტაივანის პრეზიდენტის განცხადებით, მათი მხრიდან პროვოკაცია არ იქნება, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში თავს დაიცავენ.
