რუსეთი მზადაა შეერთებულ შტატებთან პატიმრების გაცვლის საკითხი დიპლომატიური არხების დახმარებით განიხილოს
სერგეი ლავროვის განცხადებით რუსეთი მზადაა შეერთებულ შტატებთან პატიმრების გაცვლის საკითხი დიპლომატიური არხების დახმარებით განიხილოს. ამერიკელ კალათბურთის ვარსკვლავს ბრიტნი გრაინერს ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებით გუშინ ხიმკის სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი თებერვალში დააკავეს შერემეტიევოს აეროპორტში, როდესაც ბარგში ჰაშიშის ზეთი უპოვეს. რუსულმა მართლმსაჯულებამ სპორტსმენს ასევე დააკისრა ერთი მილიონი რუბლის ოდენობის ჯარიმის გადახდა.
