წყალტუბოში აუქციონის წესით სანატორიუმი „მედეა“ და „თბილისი“ გაიყიდა
გაყიდული ობიექტების ჯამური ფასი ცხრა მილიონამდე ლარს შეადგენს. სანატორიუმი თბილისი შპს აკამ, ხოლო სანატორიუმი „მედეა“ შპს ასი გრუპ ჰოტელს ჯორჯიამ შეიძინა. რაც შეეხება წყალტუბოში არსებულ სხვა სანატორიუმებზე გამოცხადებულ აუქციონს, ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ვადა გახანგრძლივდა.
