უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რამდენი რუსი ტურისტი შემოვიდა საქართველოში
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რამდენი რუსი ტურისტი შემოვიდა საქართველოში? კითხვას, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია, პასუხი მმართველი პარტიის თავმჯდომარემ გასცა. ირაკლი კობახიძემ 31 ივლისის ჩათვლით რუსი ტურისტების შემოსვლის სტატისტიკა წარმოადგინა და განაცხდა, რომ მონაცემები მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2019 წლის კოვიდპანდემიამდე პერიოდს. სახელისუფლებო პარტიის თავმჯდომარემ განაცხდა ისიც, რომ რუს ტურისტებზე მეტად, ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია ქსენოფობიური კამპანია, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს, საქართველო რაიმე ფორმით ჩართოს სამხედრო კონფლიქტში.
