ომის 163-ე დღე
ომის 163-ე დღე. საოკუპაციო ძალა უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს ისევ ბომბავს. სარაკეტო დარტყმები მიაქვთ დონეცკის, მიკოლაევის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს დასახლებულ რაიონებზე, რასაც მშვიდობიანი მცხოვრებლები ეწირებიან. რუსეთის მზარდი აგრესიის ფონზე უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთის ტერორისტ ხელისუფლებასთან მოლაპარაკება შეუძლებელია.
