სტარტაპერების გადამზადება
ხუთას გლობალი - მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში სტარტაპერებს გადაამზადებს. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 17 მილიონ 500 ათასი ლარის კონტრაქტი გააფორმა. გლობალური დონის აქსელერაციის პროგრამა წელიწადში ორჯერ ჩატარდება და სტარტაპერებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით საშუალება ექნებათ, გადამზადების ინტენსიური კურსი გაიარონ, რომელიც დემოდღით დასრულდება.
