საველე სწავლება
თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის “ბრავო” ასეულმა სიტუაციური საველე სწავლება დაასრულა. წვრთნა ორი კვირის განმავლობაში ვაზიანში მიმდინარეობდა და ასეულის დონეზე ამოცანაზე ორიენტირებულ მომზადებას ისახავდა მიზნად.
