მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრში, შვიდი წლის მოზარდის გარდაცვლების საქმეზე წინასწარი მოკვლევა მიმდინარეობს
მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრში, შვიდი წლის მოზარდის გარდაცვლების საქმეზე წინასწარი მოკვლევა მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხა კლინიკის სამედიცინო პერსონალი, მათ შორის ანესთეზიოლოგი. პარალელურად, საქმეზე მოკვლევა დაიწყო ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტომაც. შვიდი წლის ბავშვი, უროლოგიის ეროვნულ ცენტრში გუშინ გარდაიცვალა. მისთვის ოპერაცია უნდა ჩაეტარებიათ, თუმცა ანესთეზიის გაკეთებიდან მალევე, ბავშვი დაღუპა. ოჯახი მომხდარში ექიმებს ადანაშაულებს.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
