„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევა, რომელიც მმართველ გუნდში უკვე შეფასდა, როგორც უპრეცედენტო ტყუილი
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევა, რომელიც მმართველ გუნდში უკვე შეფასდა, როგორც უპრეცედენტო ტყუილი. არასამთავრობო ორგანიზაციის მტკიცებით, 2022-რ წელს, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე, საქართველოში რუსეთიდან ტურისტების უპრეცედენტო რაოდენობა შემოვიდა. კვლევას რადიკალურ ოპოზიციაში უკვე იყენებენ, როგორც უტყუარ მტკიცებულებას. თუმცა რეალურად რიცხვები საპირისპიროს ამტკიცებს. მაგალითად, წელს ქვეყანას რუსეთიდან, 2019-ტ წელთან შედარებით, ორჯერ ნაკლები ტურისტი ესტუმრა. მმართველ გუნდში ოპონენტებს იმასაც ახსენებნ, რომ 2008-ა წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი სააკაშვილის რეჟიმმა გააუქმა და ახლა ატეხილი აჟიოტაჟი არაფერია, თუ არა აგორებული კამპანიის ერთი შემადგენელი ნაწილი. საინტერესოა, რომ მსგავსი კვლევები ან განცხადებები მაშინ კეთდება, როდესაც ყველამ კარგად იცის, რომ ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა, რაც ზრდის მაჩვენებლებში უკვე გამოიხატა.

სიუჟეტის ავტორი: ლევან მორჩიაშვილი-68-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები