რადიკალების მორიგი თავდასხმა ხელისუფლებაზე
ოპოზიციის რადიკალური ნაწილი, დასავლელი პარტნიორების მოწოდებებს, რეკომენდაციების შესრულების პროცესში, პარლამენტის მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფებში ჩაერთონ, ისევ იგნორირებას უწევენ. სამაგიეროდ, ვრცელ წერილს აქვეყნებენ და ხელისუფლებას მძიმე ბრალდებებს უყენებენ. შინაარსი კი ძველია - 48-ა დეპუტატი მიჩნევს, რომ სახელისუფლებო გუნდი ანტიდასავლურ კამპანიას ეწევა და ეს სტრატეგიული პარტნიორების ელჩებზე თავდასხმით გამოიხატება. წერილს მალევე უპასუხეს მმართველ პარტიაში, სადაც თქვეს, რომ საზოგადოებისთვის საინტერესო კითხვების დასმის თავდასხმად მონათვლა, არარელევანტურია. ოპონენტებს კი დასავლელი ელჩების მიმართ, ნიკანორ მელიასა და ნიკა გვარამიას მწვავე განცხადებები შეახსენეს.
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
