ვარკეთილში იუსტიციის სახლი ფილიალი გაიხსნება
ვარკეთილში იუსტიციის სახლი ფილიალი გაიხსნება. შესაბამისი ავეჯისა და ტექნიკის მონტაჟი უკვე ხვალიდან დაიწყება. ფილიალისთვის სპეციალურად შეიქმნა იუსტიციის სახლისთვის დამახასიათებელი ინტერიერის დიზაინიც. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ვარკეთილის იუსტიციის სახლი, რომელიც „ჰუალინგ ჯგუფის“ ტერიტორიაზე აშენდა, ხელს შეუწყობს მომხმარებელთა კომფორტზე ზრუნვას, ნაკადების მართვა-გადანაწილებას, ასევე, ლოდინისა და მომსახურების დროის ოპტიმიზაციას. ახალი ფილიალი ძირითადად ვარკეთილ-ვაზისუბნის მოსახლეობას მოემსახურება და 40-მდე ოპერატორი დასაქმდება.
