არაღიარებულ მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ადანაშაულებენ
არაღიარებულ მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ადანაშაულებენ. ინტენსიურ სროლას ორივე მხრიდან მსხვერპლი, შემდეგ კი აზერბაიჯანის მიერ რამდენიმე სტრატეგიული სიმაღლის დაკავება მოჰყვა. რეგიონში შექმნილ ვითარებაზე კომენტარი მოსკოვშიც გააკეთეს და აღნიშნეს, რომ შეთანხმება სარიბაბის რაიონში აზერბაიჯანმა დააღვია, რუსული სამშვიდობო კონტინგენტი კი ვითარების სტაბილიზაციისთვის საჭირო ზომებს მიმართავს. ესკალაციას დასავლეთიც გამოეხმაურა. მხარეებს საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდეს.
