ირაკლი ღარიბაშვილი ჰოლდინგ "Mivtach Shamir"-ის თავმჯდომარე მეირ შამირს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჰოლდინგ Mivtach Shamir-ის თავმჯდომარე მეირ შამირს შეხვდა . მხარეებმა ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს, მათ შორის, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის დარგების მიმართულებებით. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილმდებარეობას, საერთაშორისო ვიზიტორების მზარდ რიცხვსა და ქვეყანაში არსებულ შეღავათიან საგადასახადო პირობებს. Mivtach Shamir ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰოლდინგია, რომელიც ისრაელის ბაზარზე უძრავი ქონების, ენერგეტიკის, ფინანსების და ტექნოლოგიების სექტორების მიმართულებით 30-წელზე მეტია ოპერირებს. კომპანია ასევე წარმოდგენილია ინდოეთსა და აშშ-ში.
