პოლიტიკური ძალები თანხმდებიან, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად რეკომენდაციების შესრულება აუცილებელია
პოლიტიკური ძალები თანხმდებიან, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად რეკომენდაციების შესრულება აუცილებელია. თუმცა ამ მიზნის მისაღწევად პოლიტიკოსების ხედვა განსხვავებულია. გირჩი და პარტია მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ დეპოლარიზაციისთვის მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო ცვლილებების გატარება, რაც გულისხმობს საარჩევნო ბარიერის დაწევას, ქართული პოლიტიკიდან მიხეილ სააკაშვილის წასვლას, პოლარიზაციის შემცირებისა და დეოლიგაქრიზაციის ვალდებულების შესასრულებლად კი ბიძინა ივანიშვილის უკან, პოლიტიკაში დაბრუნებას
