კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ უკვე მეშვიდედ ჩაატარა
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ უკვე მეშვიდედ ჩაატარა. ჟიურიმ 100-მდე ნამუშევარი შეაფასა და 3 გამარჯვებული გამოავლინა, რომლებსაც კომისიისგან ულტრათანამედროვე პრიზები გადაეცათ. კონკურსის მიზანი მოზარდებში კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარის განვითარებაა.
