"აფხაზეთის ონლაინ საკვირაო სკოლა"
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ქობულეთში, ონლაინ საკვირაო სკოლის საზაფხულო ბანაკის დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ. ონლაინ საკვირაო სკოლის ფარგლებში, საგნობრივი კომპეტენციების ამაღლების მიზნით, მოსწავლეებს სემინარებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურ ენაში, ხელოვნებასა და სხვა საგნებში მასწავლებლის სახლის წამყვანი სპეციალისტები უტარებდნენ.
