უსაფრთხოების გლობალური არქიტექტურა ვერ მოქმედებს
უსაფრთხოების გლობალური არქიტექტურა ვერ მოქმედებს. ასე აფასებს უკრაინის პრეზიდენტი მსოფლიოში შექმნილ კრიზისულ სიტუაციებს. ვოლოდიმირ ზელენსკის აზრით, ბოლო დღეებში ვითარების დაძაბვა ბალკანეთზე, ტაივანსა და კავკასიაში კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ არსებული უსაფრთხოების მექანიზმები სათანადოდ ვერ მუშაობს. მთავარ გამოწვევად კი კვლავ რუსეთი რჩება, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმებს უხეშად არღვევს.
