რა პროცედურით აირჩევენ მომავალ სახალხო დაცმველს პირველ სექტემბრამდე გახდება ცნობილი
რა პროცედურით აირჩევენ მომავალ სახალხო დაცმველს პირველ სექტემბრამდე გახდება ცნობილი. საკითხზე უკვე მუშაობს მმართველი გუნდი იმისათვის , რომ კანდიდატი თანაბრად მისაღები იყო როგორც უმრავლესობისთვის, ასევე ოპოზიციისთვის. „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება ერთპიროვნული ვერ იქნება და ომბუდსმენის პოსტზე კანდიდატის არჩევასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება ოპოზიციასთან ერთად უნდა მიიღონ. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ მმართველ გუნდს ექნება მცდელობა, სახალხო დამცველად თავისი კანდიდატი გაიყვანოს . შეგახსნებთ სახალხო დამცველის ასარჩევად 90 დეპუტატის ხმაა საჭირო, ამიტომ მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის ხმები საკმარისი არ იქნება.
