პარტია "მოქალაქეები" და "გირჩი" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
პარტია მოქალაქეები და გირჩი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. მასში სამ მოთხოვნაზეა საუბარი, პირველი - საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ბარიერის დაწევას ეხება, მეორე - მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლა და მესამე - ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება. როგორც ირკვევა, ამ განცხადებას ოპოზიციის ნაწილი არ უერთდება, რაც განცხადების ავტორებისთვის გაუგებარია.
