სახალხო დამცველის კანდიდატები
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ,ომბუდსმენის თანამდებობაზე ყოფილი დეპუტატების, ზაზა ხუციშვილისა და თამარ ჩუგოშვილის, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველის, ნიკოლოზ თათულაშვილის კანდიდატურები განიხილება. ეს ინფორმაცია თავად ხუციშვილმა და ჩუგოშვილმა უარყვეს. საკითხს შეფასებები მოჰყვა საკანონმდებლო ორგანოშიც. დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ ჯერ მნიშვნელოვანია შეთანხმდნენ, როგორ უნდა შეარჩიონ სახალხო დამცველი იმისთვის, რომ კანდიდატი თანაბრად მისაღები იყოს, როგორც მმართველი გუნდისთვის, ისე ოპოზიციისთვის.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ბუღაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
