დანილოვი საქართველოს ისევ ომისკენ მოუწოდებს
დეზინფორმაციული შტურმი საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ - უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ისევ ჩვენი ქვეყნისთვის იცლის. ომში მყოფი ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსეი დანილოვი რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სამხედრო გზით დაბრუნებისკენ კიდევ ერთხელ მოგვიწოდებს. უკრაინელ ჩინოსანს ადრეც უთქვამს, რომ თუ რუსეთთან ომში საქართველოც ჩაებმებოდა, ეს უკრაინას საქმეს გაუადვილებდა. მსგავსი განცხადებები კიევიდან პერიოდულად გვესმის, რაც ადასტურებს, რომ გარკვეული ძალები საქართველოში საომარი მოქმედებებით პირდაპირ დაინტერესებული არიან. დანილოვს თბილისიდან პასუხი უკვე გასცეს.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
