პრეზიდენტმა მსახიობი თენგიზ არჩვაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა
პრეზიდენტმა მსახიობი თენგიზ არჩვაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. სალომე ზურაბიშვილმა, სახელმწიფო ჯილდო დამსახურებულ არტისტს, ქართული თეატრალური და კინოხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის მიანიჭა და ბრწყინვალების ორდენი პირადად გადასცა.
