პასუხი ეკა გიგაურს
ამდენი თავდასხმის შემდეგ მოლოდინი იმისა, რომ დასავლეთთან ინტეგრაციის კუთხით რაღაცას მივაღწიოთ, არის ძალიან დაბალი - განცხადებას, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" თავმჯდომარე ეკა გიგაური აკეთებს. მისივე თქმით, ხელისუფლების რიტორიკა ბიძინა ივანიშვილის მიერ არის შეთანხმებული და დაგეგმილი, რამაც გამოიწვია ის, რომ ქვეყნას, დასავლეთში მეგობარი აღარ ჰყავს. გიგაურის განცხადებას, გამოეხმაურა მმართველი გუნდი, სადაც თქვეს, რომ მსგავსი სახის განცხადებები, ჰიბრიდული ომის ნაწილი და ქვეყნის რეპუტაციის შელახვის მცდელობაა.
