უკრაინული სიმინდით დატვირთული გემი ამ დრომდე სტამბოლის პორტშია და ინსპექციას ელოდება
სიერა ლეონეს დროშით მცურავი ხომალდი სტამბოლის შეთანხმების პირობებით, ოდესის პორტიდან რამდენიმე დღის წინ გამოვიდა და ვიდრე საბოლოო დანიშნულების ადგილამდე ჩავა, თურქეთის, უკრაინის, რუსეთისა და გაეროს წარმომადგენლების მიერ ინსპექტირება უნდა გაიაროს. მარცვლეული ლიბანში უნდა ჩავიდეს.
