ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ძალა"
„ ხალხის ძალა“ - ასე ჰქვია იმ საზოგადოებირივ მოძრაობას , რომელიც "ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატებმა დააფუძნეს. ახალი მოძრაობის ლიდერები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარება საზოგადოების მეტ ინფორმირებასა და პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას მოითხოვს . სახელისუფლებო გუნდის ყოფილი წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს მომავალში მოძრაობა პარტიად ჩამოყალიბდეს , რაც მათივე განმარტებით, დამოკიდებულია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.
