საქართველო 79:75 ბოსნია-ჰერცეგოვინა
რუმინეთში ევროპის ჩემპიონატის 18-წლამდე კალათბურთელთა ბე დივიზიონის შეხვედრები მიმდინარეობს. ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურში საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ბოსნიის ნაკრები 79-75 დაამარცხა. გამარჯვებულებს შორის საუკეთესო გიორგი ოჩხიკიძე იყო, რომელმაც 27 ქულა, 7 შედეგიანი გადაცემა, 3 მოხსნა და 4 ჩაჭრა დააგროვა.
