პრეზიდენტი პატრიარქს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ესტუმრა. ინფორმაცია საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „პრეზიდენტმა მის უწმინდესობას ილიაობის დღესასწაული მიულოცა და ასევე ესაუბრა ვატიკანში ჩატარებული ღონისძიების შესახებ, ხაზი გაუსვა ქართული კულტურის მაღალ დონეზე წარმოჩენის მნიშვნელობას.
