სააფთიაქო ნარკომანია
თბილისში, აჭარაში, სამეგრელოში, იმერეთსა და კახეთში სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტები გამოვლინეს. დაკავებულია 13 იურიდიული და 43 ფიზიკური პირი. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 22 აფთიაქიდან დიდი რაოდენობით მედიკამენტები ამოიღეს. დადგინდა, რომ აფთიაქები შესაბამისი ნებართვის ან სანებართვო პირობების დარღვევით, რეცეპტის გარეშე, სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას ახდენდნენ.
