უკრაინაში რუსეთის აგრესია გრძელდება
უკრაინაში რუსეთის აგრესია გრძელდება. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტების შეტევა კრამატორსკისა და ხარკოვის მიმართულებით მოიგერიეს. გენშტაბის ცნობით, დონეცკის მიმართულებით, რუსეთი ძალისხმევას ზრდის ბახმუტისა და ავდეევსკის მხარეს შესატევად.
