ნენსი პელოსის ვიზიტი ტაივანში ამერიკასა და ჩინეთს შორის დაძაბული ურთიერთობის კიდევ უფრო გამძაფრების მიზეზი გახდა
შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტი ტაივანში ამერიკასა და ჩინეთს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობის კიდევ უფრო გამძაფრების მიზეზი გახდა. ტაივანში ნენსი პელოსის ჩასვლას პეკინმა სერიოზული პოლიტიკური პროვოკაცია უწოდა და საპასუხოდ ზღვაში ორი ავიამზიდი გაიყვანა, ფუძიანის პროვინციაში კი ბალისტიკური რაკეტები გადაისროლა.
