ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა
ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი კორპუსი, რომელიც ახლით ჩანაცვლდება, ვარკეთილის მესამე მასივში მდებარეობს. პროექტი უკვე შემუშავებულია. ავარიული კორპუსიდან გაყვანილ ოჯახებს ბინის ქირას თბილისის მერია გადაუხდის. დედაქალაქის მთავრობა დამატებით ათზე მეტი ავარიული შენობის ჩანაცვლების პროექტზე მუშაობს.
