ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი დავა "კრედიტ სუისთან"
ბიძინა ივანიშვილის იურისტები „კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფთან დავაზე შვეიცარიის პარლამენტს, პოლიტიკურ ჯგუფებს და ქვეყნის საფინანსო ზედამხედველობის ორგანოს მიმართავენ. იურიდიულ ფირმა „ემ ქეი დი-ში“ განმარტავენ, რომ დარღვევები კანონმდებლების მეტ ყურადღებას იმსახურებს. გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველები, მათსა და ბანკს შორის მიმდინარე კომუნიკაციის გასაჯაროებას გეგმავენ. ბიძინა ივანიშვილის იურისტებს ლადო პაპავა ეხმიანება.
