გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპული პილოტები, მაშველები და ექიმები დღეს დაკრძალეს
საპატიო ყარაული, საგანგებო ზალპი და სამხედრო პატივი - გუდაურთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული 8-ა ადამიანი თბილისსა და ბოლნისში, საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალეს. მათ ხსოვნას პატივი საგანგებო ზალპით მიაგეს, ოჯახებს კი საქართველოს სახელმწიფო დროშები გადასცეს. დაკრძალვამდე სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. ტრაგიკულად დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების ხსოვნას პატივი მთავრობის მეთაურმა, პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოქალაქეებმა და დაღუპულთა კოლეგებმა მიაგეს
სიუჟეტის ავტორი: ლევან მორჩიაშვილი-68-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
