"ნაციონალური მოძრაობა" ღრმა პოლიტიკური კრიზისის და დაშლის წინაშე
ნაციონალური მოძრაობა ღრმა პოლიტიკური კრიზისის და დაშლის წინაშე. პარტიაში, ლიდერის ოფიციალურ განცხადებას ელოდებიან. მიდის თუ არა მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტი, პოლიტიკიდან - კითხვა, აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც საკითხზე სააკაშვილის ადვოკატებმა ისაუბრეს და თქვეს, რომ ექსპრეზიდენტი მზად არის პოლიტიკურ პროცესებს ბოლომდე გაემიჯნოს. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ თუკი სააკაშვილი წავა, ეს დიდი დანაკლისი იქნება და ოპოზიციურ ფლანგზე, დიდ გადაჯგუფებასაც გამოიწვევს.
