ლადო პაპავა ბიძინა ივანიშვილის იურისტის კომენტარს ეხმაურება
ლადო პაპავა ბიძინა ივანიშვილის იურისტის კომენტარს ეხმაურება. პროფესორი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის უფლებადამცველების პოზიცია მყარი და სამართლებრივად მართებულია. საქმე კრედიტ სუისის საბანკო ჯგუფთან დავას ეხება, რომლის ფარგლებში იურიდიული ფირმა ემ-ქეი-დი გეგმავს, რომ შვეიცარიელ კანონმდებლებს, ქვეყნის საბანკო სისტემის მხრიდან განხორციელებულ კანონდარღვევებზე ესაუბროს. როგორ განვითარდება პროცესები - ლადო პაპავა წინასწარ ვერაფერს ამბობს, თუმცა მიაჩნია, რომ ივანიშვილის იურისტებმა, სიმართლის დასადგენად, ყველა მექანიზმი უნდა გამოიყენონ.
