პრემიერმა გუდაურში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების სამოქალაქო პანაშვიდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მეუღლესთან, ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა სამების საკათედრო ტაძარში პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას და მათი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
