ზავაჰირი მოკლეს
აიმან ალ ზავაჰირი, რომელიც 11 სექტემბრის ტრაგედიის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო და „ალ ქაიდას“ ხელმძღვანელობდა, შეერთებულმა შტატებმა ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად მოკლა. „ბი-ბი-სი“-ს ინოფორმაციით, ზავაჰირის ლიკვიდაცია ავღანეთის დედაქალაქში ერთი-ერთი სახლის აივანზე, სარაკეტო დარტყმა დრონით განხორციელდა. ტერორისტულ ორგანიზაციას ზავაჰირი სათავეში 2011 წლიდან ჩაუდგა, მანამდე კი ბინ ლადენის მოადგილე იყო. შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ოპერაცია რამდენიმე თვე იგეგმებოდა, ლიკვიდაციის საბოლოო განკარგულება კი მან გასცა.
