იპოდრომის რეაბილიტაციას ბიძინა ივანიშვილი დააფინანსებს
თბილისის მთავრობის სხდომაზე, კახა კალაძემ იპოდრომის პროექტზე ისაუბრა. მერის განცხადებით, საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, ბიძინა ივანიშვილთან ერთად, მხოლოდ იპოდრომის სივრცის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემით არ შემოიფარგლა და სამუშაოებს, რაც ჩასატარებელი იქნება, თავის თავზე იღებს. პროექტში ცვლილებებიც შევიდა. საპარკინგე ადგილი მცირდება და გამწვანებული სივრცისა და ჩოგბურთის მოედნის მოწყობა იგეგმება. ასევე, ფრანგული და ბოტანიკური ბაღების ნაცვლად, მოეწყობა მხოლოდ გამწვანებული სივრცეები და საპიკნიკე მოლები.
