საფრანგეთმა საერთაშორისო მოგზაურებისთვის ყველა კოვიდშეზღუდვა გააუქმა
საფრანგეთმა საერთაშორისო მოგზაურებისთვის ყველა კოვიდშეზღუდვა გააუქმა. საფრანგეთში ჩასულ მგზავრებს აღარ მოუწევთ კოორნავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის, კოვიდისგან გამოჯანმრთელების ან ტესტის პასუხის წარდგენა. თუმცა, როგორც საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მთავრობას შეუძლია, უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში შემზღუდავი ზომები ხელახლა აამოქმედოს იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის ახალი ვარიანტი გავრცელდება.
