დმანისის თეატრის დასმა, სპექტაკლი ,,ხალდე’’ წარმოადგინა
დმანისის თეატრის დასმა, სპექტაკლი ,,ხალდე’’ წარმოადგინა. პრემიერა თავისუფალ თეატრში გაიმართა. „ხალდე“ პირველი სპექტაკლია, რომელიც გიორგი სიხარულიძემ დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ დადგა და ის ხალდეველების, რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ აჯანყებას ეძღვნება.
