უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის აღდგენას გაეროს გენერალური მდივანი გამოეხმაურა
ეს არის იმედი მილიონობით ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში- უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის აღდგენას გაეროს გენერალური მდივანი გამოეხმაურა. 26 ათასი ტონა მარცვლეულით დატვირთულმა გემმა ოდესის პორტი გუშინ დატოვა და სტამბოლში უნდა ჩავიდეს, საიდანაც, თურქული მხარის მიერ შემოწმების გავლის შემდეგ, ლიბანის ქალაქ ტრიპოლიში გაემგზავრება. ექსპორტის აღდგენას დადებითი სიგნალი უწოდა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ უკრაინას ვერ ექნება ილუზიები, რომ რუსეთი თავს შეიკავებს უკრაინული ექსპორტის ჩაშლის მცდელობებისგან.
