55 წლის ასაკში მომღერალი მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა
55 წლის ასაკში მომღერალი მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა. ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ორი დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მომღერალი და მსახიობი 30 ივლისს ნატახტართან ავარიაში მოყვა. მამუკა ონაშვილს გამოცემული აქვს ორი მუსიკალური ალბომი, ასევე იყო პაროდიის თეატრის მსახიობი. მაყურებელი მას ასევე კარგად იცნობს „იუმორინადან“. სხვადასხვა დროს იყო არაერთი სატელევიზიო არხის, მათ შორის ტელეკომპანია „იმედის“ წამყვანი.

სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები