უკრაინელი ლტოლვილებისთვის ოჯახზე 300-ლარიანი დახმარება გამოიყოფა
უკრაინელი ლტოლვილებისთვის ოჯახზე 300-ლარიანი დახმარება გამოიყოფა, ასევე, თვეში ერთ სულზე 45 ლარი, ლტოლვილთა გაეროს ფონდი კი 230 ლარს გამოყოფს. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საკითხის „პოლიტიკურ ჭრილში“ გადაყვანა მიუღებელია და სპეკულაციაა, თითქოს ლტოლვილები ქუჩაში რჩებიან, რადგან სახელმწიფო ამ თანხების ფარგლებში სხვადასხვა რეგიონში მათ ბინებს სთავაზობს.
