საჯარო მოხელეების ხელფასები იზრდება
ეკონომიკური ზრდის დადებითი დინამიკა შენარჩუნებულია. გაზრდილია ექსპორტი, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა კი 300 მილიონ დოლარს გადააჭარბა. საკრედიტო სარეიტინგო კომპანია „ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული რეიტინგი კვლავ ბი-ბი სტაბილურ დონეზე შეაფასა. მთავრობის სხდომაზე, დღესვე ცნობილი გახდა, რომ საჯარო მოხელეების ხელფასი 2026 წლამდე ყოველწლიურად, მინიმუმ ათი პროცენტით გაიზრდება.
