დატოვებს თუ არა პატიმარი სააკაშვილი პოლიტიკას
დატოვებს თუ არა პატიმარი სააკაშვილი პოლიტიკას? მისი ერთ-ერთი ადვოკატი ამტკიცებს, რომ მსჯავრდებული და ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ახლაც ვივამედში მკურნალობს, ამ ნაბიჯისთვის მზად არის, თუ მას მკურნალობის გასაგრძელებლად საზღვარგარეთ გაუშვებენ. სააკაშვილის უფლებადამცველი, უახლოეს მომავალში პატიმრის წერილის გასაჯაროებასაც აანონსებს. მმართველ გუნდში კი პატიმარს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ სასჯელი და პოლიტიკა ერთმანეთან კავშირში არ არის და ეს მხოლოდ სააკაშვილის მორიგი ტაქტიკური სვლაა.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
