დასავლეთს ამოფარებული რადიკალების კამპანია
თავის მართლების კამპანია - „რუსეთს უნდა ომი და არა დასავლეთს“. ამ შინაარსის ბანერები თბილისის მეტროსადგურებში რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა. ინიციატივა ოფიციალურად ორგანიზაცია „კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“ ეკუთვნის, რომელიც ასევე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. მათივე მტკიცებით, ასე ხელისუფლების ანტიდასავლურ რიტორიკას უპირისპირდებიან, თუმცა მტკიცებულებები არ აქვთ. სინამდვილეში კი ყველაფერი ისე ჩანს, რომ რადიკალები, რომლებმაც თავის მიზნებს ვერ მიაღწიეს, ახლა მხოლოდ თავს იმართლებენ. რუსეთი რომ ოკუპანტია, ამას მავთულხლართებიც ადასტურებს - ასეთია მმართველი გუნდის პოზიცია და ბანერების კამპანიის უკან "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს ხედავენ.
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
