იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ მორიგ განცხადებას ავრცელებს
იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ მორიგ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც „კრედიტ სუისის“ შვეიცარიულ საბანკო ჯგუფთან მიმდინარე დავაზეა საუბარი. იურიდიული ფირმის ინფორმაციით, შვეიცარიულ მედიასაშუალებებს გარკვეული მასალები უკვე ერთი თვეა მიაწოდეს, თუმცა გამოქვეყნებისთვის მზადყოფნა არც ერთ მათგანს არ დაუდასტურებია. ეს კი დამაფიქრებელია, აღნიშნულია განცხადებაში. „ემ ქეი დიში“ ასევე აღნიშნავენ, რომ საკითხზე საგანგებო წესით შვეიცარიის პარლამენტს, საპალამენტო ფრაქციებსა და მსხვილ პოლიტიკურ ჯგუფებს მიმართავენ. ასევე იგეგმება ბანკთან და მის სატრასტო სტრუქტურებთან საკვანძო მიმოწერის გამოქვეყნება, რაც მაღალი საჯარო ინტერესით არის განპირობებული.
